მესხიშვილის თეატრმა 159-ე სეზონი "ბრემენელი მუსიკოსებით" დახურა
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა 159-ე სეზონი "ბრემენელი მუსიკოსებით" დახურა. რეკომენდაციების გათვალისწინებით სპექტაკლი თეატრის კიბეებზე გაიმართა. "ბრემენელმა მუსიკოსებმა" ანშლაგით ჩაირა.
სპექტაკლს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.
"ბრემენელი მუსიკოსები" გასულ წელს რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა დადგა. მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორია ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა - ბაქარ ბაქრაძე, რეჟისორის თანაშემწე - მაია კვიმსაძე.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, 27 სექტემბერს თეატრი 160-ე სეზონს პრემიერით გახსნის, ასევე გაიხსნება მესამე თეატრული სივრცე - "მწვანე თეატრი", რომელიც მესხიშვილის თეატრის ეზოში იქნება განთავსებული.
ავტორი: ნიუპრესი