|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრი საბერძნეთში გასტროლისათვის ემზადება

 მესხიშვილის თეატრი საბერძნეთში გასტროლისათვის ემზადება. მესხიშვილელები 25 ივნისს ათენის ჯენი კარეზის სახელობის თეატრში, შადიმან შამანაძის ,,ღია შუშაბანდს“ წარმოადგენენ.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი სიხარულიძე. მთავარ როლებში: მაგდა გერაძე, სოფიო ჩირაძე, გაგი შენგელია და ალექსანდრე ტოროტაძე.
,,ეს გასტროლი, სურვილი გვაქვს, ქუთაისის თეატრის დელეგაციასთან ერთად, ორი ქალაქის, ნიკეასა და ქუთაისის მეგობრობის ღირსეული აღდგენის საკითხს მივუძღვნათ“- განაცხადა გასტროლის ორგანიზატორმა, ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრის "კავკასია" დამფუძნებელმა ავთანდილ მიქაბერიძემ.
,,ჩვენი თეატრისთვის ეს გასტროლი მხოლოდ დასაწყისია. გვინდა, ბევრი სხვა სპექტაკლი და ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც უამრავი კეთილისმსურველი და მხარდამჭერი გვყავს, ვითამაშოთ და ჩვენი შემოქმედება გავაცნოთ“- განაცხადა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.
ჯენი კარეზის თეატრი იმითაც არის ცნობილი, რომ 1987-1988 წლებში აქ, დიდმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ სოფოკლეს ,,ელექტრა“ და ,,ოიდიპოს მეფე“ ეპიდავროსის ანტიკურ თეატრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად დადგა.
 გასტროლის მხარდაჭერია ქუთაისის მერია.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა