მესხიშვილის თეატრი "დურუჯის" რამდენიმე ნომინაციაში დასახელდა
2019 წლის თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ წარდგენილ კანდიდატთა მოკლე ნუსხა ცნობილია.
მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი „ჰეკაბე“ წარდგენილია ორ - საუკეთესო სპექტაკლისა და საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ნომინაციაში. საუკეთსო მუსიკის ნომინაციაში წარდგენილია ერეკლე გეწაძე სპექტაკლის „ჰეკაბე“ მუსიკის შექმნისათვის.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში დასახელებულია მესხიშვილის თეატრის მსახიონი ენდი ძიძავა ფოთის თეაყტრში შესრულებული როლისათვის.
კანდიდატთა მოკლე ნუსხა ასე გამოიყურება: საუკეთესო სპექტაკლი: 1.„ჰეკაბე“ - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ავტორი - ევრიპიდე. რეჟისორი - მიხეილ ჩარკვიანი. სცენოგრაფია - მიხეილ ჩარკვიანი. მუსიკა - ერეკლე გეწაძე. 2. “ანტიმედეა” – თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. ავტორი ლაშა ბუღაძე. რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი. სცენოგრაფია - გურამ მაცხონაშვილი. მუსიკა Hamatsuki.
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - „ახალი ხედვა”: 1. „ჰეკაბე” - რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ავტორი - ევრიპიდე. სცენოგრაფია - მიხეილ ჩარკვიანი. მუსიკა - ერეკლე გეწაძე. 2. „ანტიმედეა” - რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი. თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. ავტორი- ლაშა ბუღაძე. სცენოგრფია - გურამ მაცხონაშვილი. მუსიკა - Hamatsuki. 3. “მარინა რევია” - რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე. ფოთის ვ.გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი. ავტორი - ალექსი ჩიღვინიძე. სცენოგრაფია - ანანო დოლიძე.
საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა: 1. „მარინა რევია“ - ავტორი ალექსი ჩიღვინაძე. ფოთის ვ. გუნიას სახელმწიფო დრამატული თეატრი. რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე. სცენოგრაფია - ანანო დოლიძე. 2. „ანტიმედეა“- ავტორი ლაშა ბუღაძე
თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი. 3. „საწოლში მირასთან” - ავტორი მაკა კუკულავა. თეატრი ათონელზე. რეჟისორი სოფიო ქელბაქიანი. სცენოგრაფია - ელისაბედ ჭიჭინაძე. მუსიკა - ერეკლე გეწაძე.
საუკეთესო სცენოგრაფია: 1. „ალტონელი განდეგილები” - სცენოგრაფი თეო კუხიანიძე. თავისუფალი თეატრი. ავტორი - ჟან-პოლ სარტრი. რეჟისორი ვანო ხუციშვილი. 2. „იდეალური ოჯახი “ - სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი. ილიას უნივერსიტეტის თეატრი . ავტორი - ვაცლავ ჰაველი. რეჟისორი დავით ჭახრაკია.
საუკეთესო მუსიკა: 1. „ღვთაებრივი კომედია” - მუსიკის ავტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია
მოძრაობის თეატრი. ავტორი - დანტე ალიგიერი. რეჟისორი იოსებ ბაკურაძე. სცენოგრაფია - ანა გორბასი, ბიძინა სიდიანი. ქორეოგრაფია - ლაშა რობაქიძე. 2. „ჰეკაბე”. მუსიკის ავტორი - ერეკლე გეწაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ავტორი - ევრიპიდე. რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი. სცენოგრაფია - მიცეილ ჩარკვიანი. 3. „ანტიმედეა" - მუსიკის ავტორი Hamatsuki თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. ავტორი - ლაშა ბუღაძე. რეჟისორი - გურამ მაცხონაშვილი
საუკეთესო ქალი მსახიობი: 1. ლილი ხურითი - „ანტიმედეა” ავტორი - ლაშა ბუღაძე. რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი. თბილისის ახალი დრამის ფესტივალი, 2. ენდი ძიძავა - “მარინა რევია” ავტორი - ალექსი ჩიღვინაძე. რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე. ვ.გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრი. 3. ანი იმნაძე - „მე იძულებული ვიყავი მომეკლა”, ავტორი - იაკოვო კაბანელისი . რეჟისორი - თემო კუპრავა. კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
საუკეთესო კაცი მსახიობი: 1. არჩილ ბარათაშვილი - „ანტიმედეა”, ავტორი - ლაშა ბუღაძე. რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი თბილისის ახალი დრამის ფესტივალი. 2. გივიკო ბარათაშვილი - „ალტონელი განდეგილები” თავისუფალი თეატრი, ავტორი - ჟან-პოლ სარტრი. რეჟისორი ვანო ხუციშვილი. 3. ბიჭკა ჭეიშვილი - „ბალიშის კაცუნა”, დ.ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი, ავტორი - მარტინ მაკდონაჰი. რეჟისორი - გეგა გაგნიძე.
საუკეთესო დებიუტი: 1. „ბალიშის კაცუნა “ - რეჟისორი გეგა გაგნიძე, დ.ალექსიძის სახელობის თეატრი. ავტორი- მარტინ მაგდონაჰი. 2. „მარატ სადი” - რეჟისორი - საბა ასლამაზიშვილი ილიას უნივერსიტეტის თეატრი. ავტორი - პეტერ ვაისი.
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - პრემიის ოდენობა შეადგენს 12 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი კაცი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარი) - პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს.
„დურუჯი 2019"-ის დაჯილდოების ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება. ჟიურის ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.
„დურუჯი“ - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც უკვე, მე-11 წელია, იმართება.
ავტორი: ნიუპრესი