მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კოტე აბაშიძე დაინიშნა
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს კოტე აბაშიძე დაიჭერს. ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესს" მესხიშვილის თეატრში დაუდასტურეს.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე 7 კანდიდატურა განიხილებოდა: გოგა თავაძე, კოტე აბაშიძე, მამუკა ტყემალაძე, გიორგი შალამბერიძე, დავით ნაცვლიშვილი, თორნიკე მარჯანიშვილი და ენდი ძიძავა, რომელსაც მესხიშვილის თეატრის მხარდაჭერა ჰქონდა.
გადაწყვეტილების მიღება კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა, ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა.
კოტე აბაშიძეს თბილისის თბილისის თეატრებში არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული.
ის ამავე დროს რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
კოტე აბაშიძე გიორგი სიხარულიძესთან ერთად თეატრალურ პროექტს „ტელე-სპექტაკლები" ახორციელებდა. პროექტში ქუთაისელი მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
მეხუშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბოლო 11 წლის განმავლობაში გიორგი სიხარულიძე იკავებდა. როგორც ცნობილია, ის საქმიანობას თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გააგრძელებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე