მიიღე მეტი შენი დღისგან - მეამა ქუთაისშია
“მეამა” ქმნის ყავის ახალ ერას საქართველოში და ამკვიდრებს კაფსულის ყავის შეძენისა და მოხმარების ახალ, თანამედროვე და განსხვავებულ კულტურას. ქუთაისი თბილისის შემდეგ პირველი ქალაქია, სადაც “მეამა” სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად, საინტერესო გამოცდილებასაც გაუზიარებს.
ქუთაისის ცენტრში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, “მეამას” ბრენდული სივრცე, ხოლო მის მიმდებარედ ე.წ. Takeaway კონცეფციის “მეამა ქოლექთის” ორი ობიექტი გაიხსნა.
სივრცეში მისულ მომხმარებელს “მეამას” ელჩები სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდიან კომპანიის პროდუქციის შესახებ და არჩევანის სწორად გაკეთებაში დაეხმარებიან. Რა ხდის კაფსულის ყავას გამორჩეულს? Რა განსხვავებაა ამერიკულსა და ევროპულ ფორმატებს შორის? Როგორ უნდა მოიწყო ორიგინალური ყავის კუთხე სახლში? ყველა ამ კითხვაზე პასუხი “მეამას” ელჩებს აქვთ და ისინი მზად არიან ყავის ნებისმიერ მოყვარულსა და “მეამას” პროდუქტებით დაინტერესებულ ადამიანს დაეხმარონ. განსხვავებული და განსაკუთრებული გემოს სასმლის მოყვარულები, “მეამა ქოლექთში” სხვადასხვა უნიკალური რეცეპტით მომზადებული ყავისა და ჩაის კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ და დაიჯერებენ, რომ ერთი ყლუპით სიყვარული მართლა არსებობს.
“მეამა”-ს ბრენდული სივრცე ინოვაციური ყავის გამოცდილების მისაღებად საუკეთესო ადგილია. სასურველი კაფსულების შეძენამდე, ამერიკული ან ევროპული ფორმატის ყავის ან კაფსულის ჩაის დაგემოვნებაც შესაძლებელია, რათა მომხმარებელმა უფრო მარტივად აღმოაჩინოს ფავორიტი გემო და ზუსტად განსაზღვროს, თუ რომელი ფორმატის კაფსულები შეიძინოს.
შენობა, სადაც “მეამას” ბრენდული სივრცე განთავსდა, ისტორიული ძეგლია, შესაბამისად მაქსიმალურად გათვალისწინებულია არსებული ფასადისა და შიდა სივრცის ისტორიული დეტალები.
ბრენდული სივრცის დიზაინი, ისევე, როგორც “მეამა”-ს სხვა ობიექტების ვიზუალური კონცეფცია, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. სივრცის ინტერიერში ხე, ქვა და მინა საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს, ხოლო განათება და მცენარეები კიდევ უფრო გამორჩეულ იერსა და სიმყუდროვეს სძენს მას.
ქვეყნის მასშტაბით “მეამას” ბრენდული სივრეებისა და ქოლექთების გამოჩენა მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც კომპანიისთვის, ასევე იმ ქალაქებისთვის, სადაც მეამა უკვე გაიხსნა ან სამომავლოდ გაიხსნება.
“მეამას” ობიექტებში, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოში შექმნილი კაფსულის ყავისა და ჩაის ახალ კულტურას და შეიძინონ მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია.
[R]
ავტორი: ნიუპრესი