|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯორჯიან მანგანეზი": კომპანიისათვის მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ტარიფის დარეგულირება

 "ჯორჯიან მანგანეზის“ მთავარი მეტროლოგის გიორგი მანჯავიძის განცხადებით, ბიზნესს შეღავათები საქმიანობის სფეროს მიხედვით სჭირდება, მათ კომპანიისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის ტარიფის დარეგულირებაა.

„სხვადასხვა დარგის მეწარმეს სხვადასხვა შეღავათი სჭირდება, რომ შეძლოს საქმიანობა. ჩვენს კომპანიას ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ ექმნება პრობლემა. ვინაიდან ტარიფები ეტაპობრივად იზრდება, დანადგარებიც სეზონურად მუშაობს. ელექტროენერგია დაბალი ტარიფით გაზაფხულზე მოგვეწოდება, ამიტომ ზაფხულსა და შემოდგომაზე ქარხანა 30%-ით მუშაობს. კარგი იქნება, თუ ამ საკითხში ჩაერევა სახელმწიფო და მოხდება ტარიფების დარეგულირება, რადგან ჩვენი საქმიანობა ელექტროენერგიაზე არის დამოკიდებული“, - განაცხადა გიორგი მანჯავიძემ "ნიუპრესის" კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, შეღავათები ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, რაც მეტი ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას და ხელფასების მატებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, ქუთაისში დღეს ადგილობრივი მეწარმეებისათვის მეტროლოგიაში ტრენინგი გაიმართა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი