მიმაქვს ლეგიტიმურობა - სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლე დატოვა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე უკვე დატოვა. მან რეზიდენტიიცს ეზოში მიმართა ხალხს. მისი განცხადებით, ლრეგიტიმურობა თან მიაქვს და ხალხთან ერთად იქნება.
ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს.
„მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ლეგიტიმურობა მოდის ხალხისგან და ამიტომ სწორედ მათთან ერთად იქნება.
„მე მინდა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა - ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება და ამიტომ გამოვალ და თქვენთან ვიქნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, იმუშავებს ახალი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად.
“არჩევნებისთვის პირობების შექმნას და დეტალურად, დოკუმენტურად ამის დადებაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ დოკუმენტი და იყოს ეს არჩევნების მოთხოვნასთან ერთად"-განაცხადა ზურაბიშვილმა. .
მისივე თქმით, ის შეხვდება მოქალაქეებს, ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქს მოივლის, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისს.
ავტორი: