|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მინდა, მოვუწოდო, მათ შორის ჩემს კონკურენტს, ნუ იკადრებენ ყველაფერს - ხატია დეკანოიძე

მინდა,  მოვუწოდო,  მათ შორის ჩემს კონკურენტს, ნუ იკადრებენ ყველაფერს - ასე ეხმიანება    ქუთაისის მერობის კანდოდატი ხატია დეკანოიძე ეგზიტპოლების პირველადი შედეგების გამოცხადებას. 

ოპოზიციოს ქუთაისის მერობის კანდოდატის თქმით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვანი შედეგია და ახლა მთავარია ხმების დაცვა.

"როგორც ნახეთ, ხუთივე დიდ ქალაქში, ოპოზოციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის ქუთაისშიც. ახლა აუცილებელია, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეულო ჩვენი ხმა, დამკვირვებლები არიან უბნებზე, გარდა ამისა, ყველას ესმის, რამდენად სასიცოცხლოა თითოეული ხმის დაცვა. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ახლა მინდა, მოვუწოდო მათ შორის ჩემს კონკურენტს, ნუ იკადრებენ ყველაფერს. იმიტომ, რომ არ ეკადრება ამ ევროპულ ქალაქს, ის რასაც მთელი დღის განმავლობაში კადრულობდა "ქართული ოცნება" არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში. მთავარია, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ახლა აუცილებელია უბნების დაცვა, რასაც გავაკეთებთ ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა