|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მინისტრის განცხადების მიზანია აქ მომსვლელების დაშინება - ვარლამ გოლეთიანი

ამ განცხადების მიზანია, აქ მომსვლელი ადამიანები შეაშინონ, რომ წყალს დაასხამენ და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ მათი მისამართით, - ასე აფასებს „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას.  

„ამ განცხადების მიზანია, აქ მომსვლელი ადამიანები შეაშინონ, რომ წყალს დაასხამენ და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ ამ ხალხის მისამართით. ეს იგივე ნარატივია, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადაღუნულ ბარიკადზე. ეს არის მთელი კასკადი იმ აბსურდული მოგონილი ბრალდებისა, რომელიც ემსახურება იმას, რომ დაშალოს ადამიანების ერთობა.

ჩვენ ყოველ საღამოს ვხედავთ შეხლა-შემოხლას პოლიციასთან, მათი მხრიდან დამოკიდებულებას, როგორ აგინებენ ჩვენს თანამებრძოლებს, როგორია მათი დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანის მიმართ“, - აღნიშნავს გოლეთიანი.

შეგახსენებთ, დღეს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რიონის ხეობაში წყლის ჭავლსაც გამოიყენებენ და მხუთავ გაზსაც.

 

ავტორი: ნიუპრესი