|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მირიან ბერულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა თავისუფალია. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბერულავა დარბაზიდან აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. ის ორი დღის წინ დააკავეს.

მას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავებოდა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავტორი: