მირიან ბერულავას სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა
დაკავებული ჟურნალისტის, მირიან ბერულავას, სახლში ჩხრეკა ჩატარდა - ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი ვალერი თევდორაძე ავრცელებს.
"მირიანის მშობლები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მათთან სახლში ჩხრეკა ჩაატარა სამხარეო პოლიციამ. ამოიღეს და წაიღეს მირიანის ძველი ტელეფონი და გადამყვანი," – წერს ვალერი თევდორაძე.
ცნობისთვის, მირიან ბერულავას გამოძიება, 173-ე მუხლს ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ავტორი: