მიშა ვერ უშველის ვერაფერს, თუ თითოეული ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
მიშა ვერ უშველის ვერაფერს, თუ თითოეული ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ხვალინდელ არჩევნებზე.
ჩამოვა, არ ჩამოვა, შეიცვალა ჩამოვიდა, არ ჩამოვიდათი. ახლა მთავარია, საბოლოო ჯამში ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამით არაფერი იცვლება. მთავარია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია თუ არა, მიშა ვერ უშველის ვერაფერს, თითოეული ადამიანი უნდა მივიდეს და ხმა მისცეს ქართული ოცნების წინააღმდეგ. დღეს მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ხვალინდელ არჩევნებზე. ისე უნდა შევცვალოთ სისტემა ისე, რომ ვეღარ მოხდეს ხელისუფლების მიტაცება", - განაცხადა ჯაფარიძემ ტვ. პირველის ეთერში.
მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, არც ის გაუკვირდება, რომ მართლაც ჩამოსული იყოს. " გასაკვირი არაფერია, რომ შემოსული იყოს, ან შემოვიდა გადაიღო ვიდეო და გავიდა"- თქვა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა კარგია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზებას, თუმცა იგივე ეფექტი ექნება ქართული ოცნების მხარდამჭერებზეც.
ავტორი: ნიუპრესი