"მივმართავ ქუთაისის ადმინისტრაციას, არ გაეკაროთ ჩემი ოჯახის წევრებს!"- ზაზა სარალიძე
"მინდა მივმართო ქუთაისის ადმინისტრაციას, რომლებიც პირდაპირ მიდიან ჩემი ოჯახის წევრებთან და რაღაც-რაღაც მოთხოვნებს უყენებენ. ვაფრთხილებ სუყველას, არ გაეკაროთ ჩემი ოჯახის წევრებს"- განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე.
ზაზა სალარიძე და მისი მეუღლე ქუთაისიდან არიან, აქ ცხოვრობენ მათი ნათესავები. მათზე ზეწოლის მცდელობაზე ზაზა სარალიძემ ქუთაისის მერია დაადანაშაულა.
ზაზა სალარიძის თქმით, მის მეუღლეს უშიშროების თანამშრომლები უთვალთვალებენ.
"ჩემს მეუღლეს დაყვება სუსის თანამშრომლები, ბაზარში გარეთ, კარში. სირცხვილია, კაცები ხართ, თუ ვინ ხართ, ქალს რაღას დასდევთ, იქნებ, რისი ყიდვა უნდა?"- განაცხადა სარალიძემ.
მისი თქმით, ასევე კასპში სკოლის დირექტორებმა ახალგაზრდებს არ მისცეს მის მხარდამჭერ აქციაზე დასწრების უფლება, რის შესახებაც მოსწავლეებმა მას აცნობეს.
ავტორი: ნიუპრესი