|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიწის სოციალიზაცია -მიწა საზოგადო საკუთრებად გამოცხადდა

„ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ. 

 "მოისპოს მიწაზე კერძო საკუთრება და მთელი მიწა გულით, მადნებით, წყლებით და ტყეებით გამოცხადდეს საზოგადო საკუთრებად", - ამგვარი გადაწყვეტილება კავკასიის ფრონტის დელეგატთა ყრილობას მიუღია 100 წლის წინ, რომლის შესახებაც მაშინდელი პრესა ატყობინებს მკითხველს. 

გაზეთი "ჩვენი მეგობარი" გადაწყვეტილებას "დიდათ მნიშვნელოვანს "უწოდებს.  გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ყრილობამ რუსეთის სოციალისტ - რევოლუციონერთა პარტიის პროგრამა გაიზიარა. 

შეგახსენებთ, 1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუცის ფონზე საქართველოს, მსგავსად იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ხალხებისა თვითგამორკვევის შესაძლებლობა მიეცა. იმ დროინდელმა მოვლენებმა დიდად განსაზღვრა ქვეყნის მომავალი და მოსახლეობის ცნობიერება. 

მიწის საკითხი ქართულ სინამდვილეში დღესაც აქტუალურ საკითხად რჩება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა