მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა - ნინო ლომჯარია
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას სამართალდამცველებს ძალა არ გამოუყენებიათ.
"არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, ძალა არ ყოფილა გამოყენებული. დაკავების დროს იყო მარტო. როგორც აცხადებს, მან თავად გააღო კარები.
აცხადებს შიმშილობას, როგორც უკრაინის მოქალაქე ითხოვს, უკრაინის კონსულთან შეხვედრას.
როგორ შემოვიდა და რა გზებით, ამაზე მას არ სურს საუბარი,
რაც შეეხება მშიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება მსჯავს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ავტორი: ნიუპრესი