|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი იმედა კლდიაშვილს და იზა ჩირგაძეს მადლობას უხდის

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის ვიცე-მერობის დაკავებულ კანდიდატს იმედა კლდიაშვილს  მადლობას უხდის.  სააკაშვილის წერილი სოციალურ ქსელში მის პირად Facebook გვერდზე ვრცელდება.

სააკაშვილი ასევე ეხმიანება ქუთაისელი ქალის, იზა ჩირგაძის არჩევნების გაყალბების სქემის მხილებას.  

"მადლობა იმედა კლდიაშვილს, გმირ „გირჩელს“, ახალ ქართველს!

ქუთაისში მოგებული და მოპარული არჩევნების შემდეგ იმედა კლდიაშვილმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. აი, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკვდილივით რეჟიმს.
ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ. მე ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ.
დიდი მადლობა ასევე ქუთაისის კომისიის წვერს, რომელმაც სიმართლე თქვა. ის ამ მომენტამდე გატაცებული ჰყავთ და ალბათ ძალადობით ცდილობენ ჩვენება შეაცვლევინონ.
ამ გატაცების შემდეგ, რაც არ უნდა ათქმევინონ, მან მთავარი სიმართლე უკვე თქვა და ყველასგან მადლობა ეკუთვნის.
ველი, რომ მას სხვებიც მიბაძავენ"-, წერს სააკაშვილი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა