სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო „რიქსოსში“ იმყოფება - მდინარაძე
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო „რიქსოსში“ იმყოფება, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა დღეს გავრცელებული ინფორმაციით საკუთარი „პოლიტიკური მოღვაწეობა“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულა.
„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. რა სიმბოლურია მისივე ენაზე ტრუსკავეცში რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა, ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, რადგან ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო. წავიდა ვა-ბანკზე და ამ ვა-ბანკის, რისკის შედეგად მიიღო ის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასრულდა და ამას ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ აჩვენებს სააერჩევნო ყუთებთან“,- განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ნიუპრესი