|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია, კლინიკაში ყოფნისას 11 კილოგრამი აქვს დაკლებული - მეუფე ნიკოლოზი

მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია, კლინიკაში ყოფნისას 11 კილოგრამი აქვს დაკლებული, - ამის შესახებ  ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტის ვივა მედში მონახულების შემდეგ განაცვხადა. 

მისი თქმით,  პოლიტიკური გადაწყვეტილებაა როგორ გაგრძელდება მესამე პრეზიდენტის მკურნალობა.

"პირველი რომ შევედი რაც დავინახე, ნუ მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს, რაც აქ ვარ კლინიკაშიო, 11 კილო მაქვს დაკლებულიო. მე ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს, იმიტომ, რომ სასოწარკვეთილება არის ეშმაკის. ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, მე ერთადერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე რაც მაქვს გამოცდილი, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ასე, თუმცა ქვეყანა ვითარდება, ამის უარყოფაც არ შეიძლება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

მიხეილ სააკაშვილი  კლინიკა "ვივა მედშია" 12 მაისს გადაიყვანეს. ოჯახი და ადვოკატები სამკურნალოდ  მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა