|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ითხოვენ

 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას უკვე 10 დღეა უშედეგოდ ითხოვენ. როგორც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილს  არ ქონდეს საჯაროდ გამოჩენისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა,

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის ძალიან წუხს იმაზე, რომ უკვე 10 დღეზე მეტია, რაც  იმყოფება პატიმრობაში და სასამართლო სხდომას  არ ნიშნავენ.  "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც ბოლო 8 წლის ბოლო განმავლობაში დაკავებული იყო ერთი მთვარი მესიჯის გაჟღერებით,  რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ამას ელოდნენ, 10 დღეზე მეტია ადამიანი პატიმრობაშია, ვითხოვთ სასამართლო პროცესის ჩატარებას, თუმცა სასამართლო სხდომა არ ტარდება.  ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელსაც არ სურს,  რომ მიხეილ სააკაშვილს ქონდეს საჯაროდ გამოჩენისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა,"- განაცხადა საძაგლიშვილმა.  

 მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 11 დღეა შიმშილობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა