|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს, - ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რითაც ეხმიანება მომდევნო სასამართლო  სასამართლო პროცესის  29 ნოემბერს ჩანიშნის გადაწყვეტილებას. 

"ჩანიშნეს 29 ნოემბერს, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება ან უკიდურესად მძიმე, ან ქართველი ხალხი იქნება უკვე გამარჯვებული და ტაშ-ფანდურით შეგვეგებებიან. ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს, ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდგ დაიწყებენ ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის.  ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება, მაგრამ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ უსამართლობას აქვს ადგილი. მათ ეშინიათ, რომ ტელეეკრანიდან გამოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი" , - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის თქმით, მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დისტანციურად დასწრების წინადადებაც აღარ განუხილავს, რადგან ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი გამოჩენა.

 "თუ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართავდნენ, ჩვენ ვუზრუნველყოფდით, იმ ეკრანზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდებოდა, უკან მდგარიყო კამერა. ამის მათ ეშინიათ, იმიტომ რომ არაერთგზის ასეთი რამე  ჩვენ გავგვიკეთებია"- განაცხადა ბასილაიამ. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი