მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის პეტიციას მთავრობა განიხილავს
ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ პეტიციას უკვე საკმარისი რაოდენობის ადამიანმა მოაწერა ხელი იმისათვის, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობამ განიხილოს.
პეტიცია 1-ელ სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. საჭირო იყო 25 000 ხელმომწერი. თუმცა, ინიციატივას უკვე 25 900-მდე მხარდამჭერი ჰყავს.
კანონის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი ვალდებულია აღნიშნული ინიციატივა მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილოს.
ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ, თავად საქართველოს ექსპრეზიდენტმა კი რამდენიმე ადგილობრივ მედიასაშუალებასთან განაცხადა, რომ მის ინტერესებში აღნიშნული პოსტის დაკავება არ შედის.
მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.
ავტორი: