|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ თანამშრომლებს მიაყენა, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.​

"როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული ნომერ მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, ჩვენ თანამშრომლებს მიაყენა, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩვენს თანამშრომლებს.ეს არიან ის თანამშრომლები, როპმლებიც  24 საათი ზრუნავენ პატიმრებზე, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ამ ფაქტზე. 

ამ საკითხს დაიწყებს შესწავლას გენერალური ინსპექცია და მიღებული იქნება შემდეგი გადაწყვეტილებები",- განაცხადა რატი ბრეგაძემ "იმედის" ეთერში.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შემდეგ, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა