|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, არსებული ფასადის დემონტაჟი - ქუთაისის მერია მუზეუმის ყოფილი შენობის შესახებ

მიზანშეწონილად მიგვაჩნია,  არსებული ფასადის დემონტაჟი და დეკორატიული ელემენტების დასაწყობება, -აცხადებს ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის შესახებ. 

განცხადების თანახმად, სურვილის მიუხედავად, არტსებული ფასადის შენარჩუნება შეუძლებელია. 

"ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის ფუნქცია და მდგომარეობა, ქალაქის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ათწლეულების მანძილზე. ნაგებობის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს, როგორც პროექტირების ფაზაში ჩატარებული ექსპერტიზები (დასკვნები), ასევე სამუშაოების მიმდინარეობისას შესრულებული დამატებითი საექსპერტო კვლევები.

მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ჩვენი სურვილი იყო შეგვენარჩუნებინა შენობის ფასადი მაინც. ამ მიზნით განხორციელდა შესაბამისი დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, რომელმაც უზრუნველყო ფასადის დროებითი დამაგრება. თუმცა, პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, არსებითად გაიზარდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო ორგანიზაციისა და პროექტის ავტორის პოზიციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს: არსებული ფასადის 3D სკანირება; რესტავრატორის მიერ დეკორატიული ელემენტების დანომვრა-მარკირება; არსებული ფასადის დემონტაჟი და დეკორატიული ელემენტების დასაწყობება; მარკირებული დეკორატიული ელემენტების გამოყენება მშენებლობაში, წინასწარ შედგენილი სქემატური ნახაზების შესაბამისად. ახალი შენობისთვის ძველი შენობის პირვანდელი იერ-სახის შენარჩუნება", - ნათქვამია ქუტაისის მერიის განცხადებაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა