|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიუსაფარი ძაღლის მიერ დაკბენილი ქალი შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა  31 ოქტომბერს დაკბენა.

მან ცოფის საწინაადეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც, სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.

ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა ანალიზში არ გამოვლენილიყო, ოჯახმა კი ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა