|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ჭოღა, ნაიჩხოვო, თაია, მუხური, ბია, საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ღორსა-დღვაბა, ნოჯიხევი) მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და თხილის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიისა და დაავადებათა პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე სპეციალისტებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა: თხილის ბაღების გაშენების სპეციფიკა და დამტვერვის პროცესების სწორად წარმართვა; თხილის მავნებელ-დაავადებათა ტიპები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; ნიადაგის ანალიზის საჭიროება და მისი ნაყოფიერების ამაღლების გზები; ფიტოსანიტარული ღონისძიებების დროულად გატარება; პესტიციდების შერჩევა და სხვა. ფერმერებს თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ფენოკალენდარული სქემები დაურიგდათ.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ფერმერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ციტრუსის, დაფნის, ხურმის, სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზეც.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო მომსახურება რეგულარულად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა