მოგვეცით მუშაობის უფლება! - თვითდასაქმებულების აქცია ქუთაისში
მოგვეცით მუშაობის უფლება -ამ მოთხოვნით ფოტო-ვიდეო ოპერატორებმა და მუსიკოსებმა ქუთაისში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რეგულაციების გადახედვას და შეზღუდვების ნაწილის გაუქმებას მოითხოვენ.
მათი თქმით, შემოსავალი დაკარგეს, ტექნიკა განვადებით აქვთ შეძენილი, მუშაობის უფლებას კი არ აძლევენ. მათი თქმით, როგორც თვითდასაქმებულებმა კომპენსაციაც ვერ აიღეს.
"სამი თვე კარანტინში ვიყავით და ჩვენ ახლაც კარანტინში ვართ. არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას, ტექნიკა განვადებით გვაქვს და ვერ ვიხდით. შემოსავალი დავკარგეთ, კომპენსაციაც ვერ მივიღეთ. ჩვენი შემოსავლის წყარო ესა, ქორწილების და დღესასწაულების გადაღება, მოვითხოვთ, მოიხსნას შეზღუდვა და მოგვეცეს უფლება, ვიმუშაოთ"-განაცხადა გაგა მინდელმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი