|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოგვმართეთ საჯაროდ, დაფარულად, გადმოცემით - ელენე ხოშტარია საჯარო მოხელეებს მიმართავს

მოგვმართეთ საჯაროდ, დაფარულად, გადმოცემით,  ჩვენ თქვენ დაგიცავთ - ამის შესახებ  "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საჯარო მოხელეების მისამართით აცხადებს, რითაც ამოეხმაურა TV პირველის საგამოძიებო რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება საჯარო სამსახურში დასაქმებულებს უსმენს და პოლიტიკური განწყობის მიხედვით სამსახურიდან ათავისუფლებს.

ხოშტარიას თქმით, თუ წინასაარჩევნო დაშინებისა და ზეწოლის ობიექტები სხვებიც გახდებიან, მათ  ოპოზიციას  მიმართონ.

"მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ბაღის თუ სკოლის დირექტორს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ამ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება იყოს ზეწოლის ობიექტი. მოგვმართეთ, პირდაპირი თუ ირიბი, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში, მოგვმართეთ საჯაროდ, დაფარულად, გადმოცემით,  ჩვენ თქვენ დაგიცავთ. არ არსებობს იმაზე დიდი ფასეულობა, ვიდრე თქვენი უფლებების თქვენი პირადი სივრცის დაცვა. პირობას გაძლევთ, რომ ვერცერთი სისტემა ვერ დაგჩაგრავთ თუ ვიდგებით ერთად", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონდა რამდენიმე სკოლის დირექტორთან, რომლებიც პოლიტიკური მოსაზრებების გამო შეავიწროვეს ან სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა