|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ - გიორგი გახარია მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების "შეჯანჯღარებისკენ" მოუწოდებს

თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფერმერებს ზუგდიდში „თხილობა 2020“-ის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას.

გახარიას თქმით, სახელმწიფო თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით.

„არაფერი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავლი და შემდგომ სიამაყის გრძნობა. ჩათვალეთ, სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი რიგით ფერმერებს, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო“, - განაცხადა გახარიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა