მონ პლეზირთან დედაენის თემაზე კედელი იხატება
მონ პლეზირის თაღთან არსებულ კედლის მოხატვა მიმდინარეობს. პროექტის "მოხატე ქალაქი დედაენით" ფარგლებში ერთი ნახატი თითქმის დასრულებულია. მეორე ნახატის შესასრულებლად კი მზადება მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურში მარიამ ქებურიამ და თამარ წახნაკიამ გაიმარჯვეს.
მხატვრების განცხადებით, მათ აქცენტი ანბანსა და განათლებაზე, ასევე ისტორიული წერილებიდან წამოსულ ინსპირაციებზე და მრავალფეროვნებაზე გააკეთეს. ამასთან ნამუშევრებში კედლის პირველადი სახე უნდა შენარჩუნდეს და მოხდეს აგურის შენობისა და ნახატის სინთეზი, ასევე გამოყენებული ფერთა პალიტრა მოერგოს გარემოს იერსახეს.
ნამუშევრები 14 აპრილს - ქართული ენის დღეს ეძღვნება.
ავტორი: ნიუპრესი