|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მონპლეზირის" თაღთან,დაზიანებულ გრაფიტს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ

ქუთაისში, "მონპლეზირის" თაღთან, პოპულარული და ყველასთვის საყვარელი კედლის მხატვრობა დააზიანეს.  
ვანდალურ აქტს მოქალაქეები სოციალურ ქსელში აპროტესტებენ და დამნაშავის გამოვლენასა და დასჯას ითხოვენ. 
მომხდარს გამოეხმაურა ქუთაისის მერიაც. 
მერიის განცხადებით, ქალაქისათვის საყვარელ გრაფიტს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ. 
„ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანება არ არის ქალაქისთვის მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება.
ვანდალური აქტის ჩამდენი აუცილებლად იქნება გამოვლენილი. გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!", -წერია ქალაქის მერიის განცხადებაში.
 გრაფიტი ვინი ფრანგი მხატვრის  ნამუშევარია. 

ავტორი: ნიუპრესი