მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 - 27 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.
28 სექტემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან დაიწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. უამინდობა შენარჩუნდება 1 ოქტომბრამდე.
ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +15, +20° - ის ფარგლებში იქნება.
1 – 2 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



















