მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში -15 გრადუსამდე. 11 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5° იქნება, ღამის საათებში დაბლობსა და ბარში -4, -7° - მდე დაეცემა.
9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.
10 – 11 დეკემბერს ნალექიანი ამინდი მოსალოდნელია საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +5, +10° იქნება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















