|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.  7 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

4-5 ივნისს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. 5 ივნისს დროგამოშვებით ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.

4-5 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსია მოსალოდნელი.

5-6 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 გრადუსი იქნება.

6-8 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსს მიაღწევს.

7 ივნისის შემდეგ არამდგრადი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა დაიწევს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა