|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები და მერიის შეუსრულებელი დაპირება [PHOTO]

ქუთაისში საზეიმოდ დასუფთავებული მიწისქვეშა გადასასვლელები კვლავ უფუნქციოდაა. დანაგვიანებული ტერიტორიის და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო მოქალაქეები გადასასვლელით სარგებლობაზე უარს ამბობენ.

წლების განმავლობაში მიტოვებული გადასასვლელები, გასულ წელს ქუთაისის ახლადდანიშნული ვიცე-მერის გრიგოლ დალაქიშვილის ინიციატივით დასუფთავდა. გრიგოლ დალაქიშვილმა პირობა დადო, რომ მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები წარსულს ჩაბარდებოდა.

გასულ წელს გადასასვლელები სამოქალაქო აქტივისტებმაც დაასუფთავეს. მათ ინიციატივაც გააჟღერეს, რაც მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვას გულისხმობდა.

„გვაქვს სამომავლო გეგმებიც, ვაპირებთ, მოვხატოთ და უფრო გავალამაზოთ გადასასვლელები. მოვუწოდებ მოქალაქეებს, შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად იზრუნონ ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებზე,“- განაცხადეს აქტივისტებმა.

ქუთაისში, ასათიანის, ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან და ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე გადასასვლელები მიმდინარე წელს მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ მიერ აპრილში დასუფთავდა.

ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

მათი განცხადებით, მეორე ეტაპზე მიწისქვეშა გადასასვლელებში განათება და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდებოდა,  ამასთან,  ტერიტორიის კაპიტალური მოწესრიგდების პირობა დაიდო, თუმცა დაპირება არ დრომდე არ შესრულებულა.

მის შემდეგ ადგილი აღარ დასუფთავეულა,  მით უმეტეს, არც კაპიტალური სამუშაოები დაწყებულა. მოქალაქეები, რთული სატრანსპორტო მოძრაობის პირობებში იძულებული არიან გზა გადაკვეთონ.

საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ მერიას, რომლის პასუხსაც შეძლებისთანავე შემოგთავაზებთ. 

 

 

 

  

მიწისქვეშა გადასასვლელებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება

"მიწისქვეშა გადასასვლელი ღია საპირფარეშოდაა ქცეული"

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა იგეგმება

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა