|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მიწისქვეშა გადასასვლელი ღია საპირფარეშოდაა ქცეული"

ქუთაისში, ასათიანის, ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავების სამუშაოები რამდენიმე თვის წინ  ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერის გრიგოლ დალაქიშვილის ინიციატივით ჩატარდა, თუმცა ამ დროისათვის გადასასვლელში ისევ ანტისანიტარია და გაუსაძლისი მდგომარეობაა. 

 გადასასვლელით სარგებლობა კვლავაც  შეუძლებელია.

“მიწისქვეშა გადასასვლელი ღია საპირფარეშოდაა ქცეული, ვერ მიუახლოვდები, სარგებლობაზე  საუბარი ზედმეტია, სრული ანტისანიტარია, ნაგავსაც აქ ყრიან. აქ რამდენიმე ქუჩის კვეთაა და ისეთი მოძრაობაა, მიწისქვეშა გადასასვლელის ფუნქციონირება აუცილებელია“,- განაცხადა ადგილობრივმა პაპუნა გიორგაძემ.  

როგორც ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტეს, დასუფთავება საკმარისი არ არის და მიწისქვეშა გადასასვლელი კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.

“აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელი დავასუფთავეთ და განათებებიც გავაკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და საჭიროა კაპიტალური რემონტი“,- აღნიშნეს კეთილმოწყობის სამსახურში. აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი კერძო მესაკუთრეს იჯარით ჰქონდა აღებული, გადასასვლელი ქალაქის მერიამ დაიბრუნა, რადგან მესაკუთრემ მასზე არ იზრუნა.

სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, შესაძლოა,  რემონტის შემდეგ გადასასვლელი მოიხატოს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა