"მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მიეცეთ მუშაობის უფლება ჩვენს დამკვირვებლებს" - დეკანოიძე
"მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მიეცეთ მუშაობის უფლება ჩვენს დამკვირვებლებს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან საგანგებო ბრიფინგზე უბნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა უბანზე დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემა, არ უშვებდნენ უბანზე, განსაკუთრებით კი ხელს უშლიან რეგისტრატორების მაგიდების უკან მდგომ დამკივირვებლებს.
ხატია დეკანოიძე მოუწოდებს კომისიის თავმჯდომარებს, ხელი არ შეეშალოს დამკვირვებლებს.
მან ასევე ისაუბრა უბნებზე კარუსელის მცდელობასა და #40-ე უბანზე ავტომობილიდან თანხის დარიგების ფაქტზე. მისივე ინფორმაციით, 17-ე უბანზე მივიდა მოქალაქე, რომელიც იყო გადასატან ყუთში.
დეკანოიძის თქმით, ეს არის გაყალბების ერთ-ერთი მექამიზმი, რომ ამ სიაში, ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც ამის შესახებ ინფორმაცია თავად არ აქვთ. გვერდით ოთახში არიან "ქართული ოცნების კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ აღრიცხვას, - "გვაქვს მოსყიდვის დაფიქსირებული ფაქტები, რომლებსაც მალე წარვუდგენთ ჟურნალისტებს", - განაცხადა დეკანოიძემ.
ავტორი: ნიუპრესი