|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოწევის გამო დაწყებული კონფლიქტისათვის დაკავებული მოქალაქეები სასამართლომ ჯარიმით გამოუშვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 250 -250 ლარით დააჯარიმა ორი მოქალაქე, რომლებიც გუშინ კაფე-ბარში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დააკავეს.

კონფლიქტი "ელ დეპოში"  დაწესებულების დაცვის თანამშრომელსა და ორ კლიენტს შორის დაიწყო, რის შემდეგაც პატრული გამოიძახეს. პოლიციამ ორი პიროვნება დააკავა.

მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პატრულისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ.

ბარი კი, სადაც კონფლიქტი დაიწყო, 500 ლარით დააჯარიმეს, რადგან შენობაში მოწევის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის შემცველი სტიკერები გამოკრული არ იყო.

ასევე დაჯარიმდა ერთი პიროვნება, რომელმაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია.  

ავტორი: ნიუპრესი