მოძრაობა " საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია გაათავისუფლეს
მოძრაობა " საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია თავისუფალია. აქტივისტის სასამართლო პროცესი ონლაინ გაიმართა.
ადვოკატის ადგილზე არ ყოფნის გამო პროცესი გადაიდო.
ნარსია მის დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, აღდგომას დის და მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რისი უფლებაც სამართალდამცველებბა არ მისცეს.
მისივე თქმით, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
"ვაპირებს კანერების ჩანაწერების ამოღების მოთხოვნას და დამტკიცებას, რომ ტყუილად დამაკავეს. როცა კარფურში შეიძლება ასობით ადამიანის შესვლა, სასაფლაოზე ათ- ათი ადამიანი შევეშვებით. წითელი კვერცხი დავტოვე აღდგომა დღეს სასაფლაოს კარებთან და წამიყვანეს საპატიმროში. ვემუდარებოდი პოლიციას, არ გადამიყვანოთ, ხელწერილის საფუძველზე გამიშვით თქო, მაგრამ არ გამიშვეს, ესენი არიან უღმერთოები. 20 წუთი ველოდებოდი პატრულს, რომელიც თბილისში რეკავდა, ეუბნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს შევაგინე“, - აცხადებს ნარსია.
მომხდარზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ნიკა ნარსიას 2000 ლარამდე ჯარიმა, ან ორკვირიანი პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი