|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალშვილიან დედებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

 ქალთა კლუბის ორგანიზებით ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს  უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

 აქციის მონაწილე ქალბატონებს  სამედიცინო მომსახურება „ახალ სამედიცინო ცენტრში გაუწიეს.

"ეს ქალბატონები ნამდვილად გმირი დედები არიან, შესაბამისად, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, უფასო სამედიცინო მომსახურება მათ სხვა დროსაც გავუწიოთ,“- განაცხადა მედიცინის დოქტორმა სოფო ბაძგარაძემ.

"ჩვენი კლუბი ყოველთვიურად  სხვადასხვა სახის აქციებს ატარებს. მარტის თვე კი მრავალშვილიან დედებს დავუთმეთ.სოციალურმა სააგენტომ იმ 11 მრავალშვილიანი დედის  შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.  მათ დავუკავშირდით,  ვინც მიიღო ჩვენი შეთავაზება, სრულიად უსასყიდლო გამოკვლევები ჩავუტარეთ,“-განაცხადა  კლუბის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალთა კლუბს. ნამდვილად არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ მსგავსი გამოკვლევები ჩამეტარებინა.  ვარ 7 შვილის დედა და ველოდები მერვეს. ამჯერად, ვცხოვრობ ქირით და სოციალური პროექტებით და დახმარებებით ვზრდი ჩემს შვილებს",- განაცხადა ქალბატონმა ნათიამ.

ქალთა კლუბმა აქციის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა