მდინარე წყალწითელაში 15 წლის ბიჭი დაიღუპა
ქუთაისში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, მდინარე წყალწითელაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ქვაზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, თანატოლებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
როგორც „ნიუპრესს“ ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუმარტეს, სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბიჭი დაღუპული დახვდა.
„როდესაც მივედით, ბიჭი მდინარიდან ამოყვანილი იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებს მაია რუხაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა