|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მშვიდობის კორპუსი" სათემო ჯგუფებისათვის კონკურსს აცხადებს

"მშვიდობის კორპუსი" საქართველოში  ორგანიზაციებისა და სათემო ჯგუფებისათვის, "მშვიდობის კორპუსის" ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისის მისაღებად კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ სამთავრობო და არა-სამთავრობო ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარდა), მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის გარდა), შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ხუთ-კილომეტრიან ზოლში მდებარე სოფლებსა და ქალაქებს.
შერჩეულ ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ ამერიკელ მოხალისესთან 2016-2018 წლების განმავლობაში.
თანდართულია, სააპლიკაციო ფორმა და საინფორმაციო ბუკლეტი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციით. ფორმის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია მშვიდობის კორპუსის ვებ-გვერდიდან: http://georgia.peacecorps.gov/
შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ მისამართზე SEOD@ge.peacecorps.gov ან მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის თბილისის ოფისში მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 29ასააპლიკცაიო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 ოქტომბერი!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პროგრამის მენეჯერი ტელ: 2241222/23/24
ელ-ფოსტა: SEOD@ge.peacecorps.gov

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა