|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მშვიდობით, ძია გერშვინ"-მაია ცირამუას წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში

 ქუთაისში ფსიქოლოგ მაია ცირამუას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგენა მშობლიურ ქალაქში, რიონისპირა ღია კაფეში მოეწყო. მსმენელები და მეგობრები ფსიქოლოგ მაია ცირამუას "მშვიდობით, ძია გერშვინ" უშუალოდ ავტორისგან გაეცნენ და თავად წაიკითხეს ნაწყვეტები წიგნიდან.

რომანი სხვადასხვა ასაკის ქალების მდგომარეობას ასახავს და  გადმოცემულია ადამიანების პრობლემა. როგორც ავტორი ამბობს, წიგნი ასახავს დიასახლისის პერსპექტივიდან დანახულ ქალის ცხოვრებას.

რომანი 1990-იან წლებში დაიწერა, მაგრამ ტექსტი ამ დრომდე მხოლოდ ავტორის უახლოეს ადამიანს ქონდა წაკითხული. ავტორის თქმით, ტექსტი ერთი წლის წინ იპოვა და მისი დაბეჭდვა გადაწყვიტა, რადგან წიგნში ასახული პრობლემები დღესაც ძალიან აქტუალურია.

 
 
 
 
 
ფოტო: სოციალური ქსელიდან

 

ავტორი: ნიუპრესი