მსოფლიო რაგბის ჩემპიონატზე ახალ ზელანდიას ქუთაისი უმასპინძლებს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.
ჩემპიონატი 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება.
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ტურნირის 5 გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია B ჯგუფის თამაშებს ქუთაისში, აია არენაზე გამართავენ.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში 31 მაისი - 8 ივნისის პერიოდში ახალი ზელანდიის ნაკრებს სასტუმრო წყალტუბო პლაზა უმასპინძლებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა