|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 25 170 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო მათგან 846 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 17.5 მილიონს აღემატება. ამ დროისათვის ინფიცირებულია 6.8 მილიონზე მეტი ადამიანი.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს. აქ ვირუსის 6.1 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 186 000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 3.8 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე - ინდოეთი, სადაც „კოვიდ-19“ უკვე 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა