|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობას სირცხვილი! გაყიდეს საქართველო - რიონში გაუჩინარებული ბიჭის ბოლო გზავნილი

მთავრობას სირცხვილი! გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ - წერია ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა ნიკა ანთიძის მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც მან 10 აპრილს საკუთარ თავს გაუგზავნა.  

შეტყობინებას 27 წლის ნიკა ანთიძის  ოჯახის უფლებადამცველი, გიორგი ჭოჭუა ასაჯაროებს. 

"ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალი არ არის, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაო, საახლობლო, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.  მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი! გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს,"- წერს ახალგაზრდა მამაკაცი. 

ნიკა ანთიძე  ნამოხვანში გიგანტური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ უწყვეტი პროტესტის ადგილიდან მდინარე რიონში გადახტა და გაუჩინარდფა.  მდინარეში გადახტომამდე კი ერთ-ერთ აქტივისტს  თავისი ტელეფონი დაუტოვა და მისი მეგობრისთვის გადაცა თხოვა. 

 
 

 

ავტორი: ნიუპრესი