|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთიან ყარაბაღში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს

აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ე.წ. საზღვარზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მსხვერპლი არის ორივე მხარეს, თუმცა დაუზუსტებელია რაოდენობა. 

მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების განახლებას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. "მთიანიარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული აქტიური ღონისძიებების შედეგად მოწინააღმდეგე, რომელიცშეხების ხაზისმთელ პერიმეტრზე გარღვევას ცდილობდა, მრავლობითი დანაკარგებით იძულებული გახდა უკან დაეხია. საბრძოლო ქმედებები გრძელდება",-აცხადებს მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს საბრძოლო ქმედებების დაწყების შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამის გაგრძელებამ, შესაძლებელია აზერბაიჯანული მხარე არაპროგნოზირებად შედეგამდე მიიყვანოს",-ნათქვამია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ის პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკისრებს და მსოფლიო საზოგადოებისა და განსაკუთრებით ეუთო- მინსკის ჯგუფის თანათავმჯომარეების ყურადღებას შექმნილ ვითარებაზე გადატანას მოუწოდებს და სამხედრო ქმედებებისთავიდან აცილების მიზნით შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გუშინ ღამით განახლდა. გავრცელებული ცნობით, მხარეები იყენებენ მძიმე ტექნიკას და საჰაერო ძალებსაც. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი