|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუსიკოსი, რომელიც მესხიშვილის თეატრის სპექტაკლისათვის საპატიმროდან მუშაობდა, გაათავისუფლეს

მი­ხე­ილ თო­დუა (მი­ხა­ი­ლო) 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში 12 გრა­მი MDMA-სთვის და­ა­კა­ვეს და 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა, 20 ათა­სი ლა­რის არ­ქო­ნის გამო სას­ჯელს სა­პა­ტიმ­რო­ში იხ­დი­და.

მისი შეწყალების მოთხოვნით არტისტებმა პრეზიდენტსაც მიმართეს, თუმცა შეწყალებულთა შორის მიხაილო ვერ მოხვდა.  

ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მიხეილ თო­დუა მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებ­და და რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა.

ახალგაზრდა რეჟისორის გიგი ლორიას საშუალებით მუსიკოსი მესხიშვილის თეატრსაც დაუკავშირდა. გიგი ლორია აქვსენტი ცაგარელის  ვოდევილს "ჭკუისა მჭირს" დგამს, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე მიხაილო გოგი ჩლაიძესთან ერთად მუშაობს.

როგორც ცნობილია, სპექტაკლი ცოცხალი მუსიკის თანხლებით გათამაშდება.  შეძლებს თუ არა ის ქუთაისში პრემიერაზე დასწრებას, უცნობია.

"ამის დიდი სურვილი აქვს, როგორც მუსიკოსს თავადაც სურს სპექტაკლში მონაწილეობის მიღება, თუ მისცემენ ამის საშუალებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება" ,  - განაცხადა რეჟისორმა გიგი ლორიამ. 

სპექტაკლის პრემიერა ერთ თვეშია დაგეგმილი.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა