"მწვანე ყვავილას" პანთეონში ანდრია სინაურის საფლავის ქვა დაზიანდა
"მწვანე ყვავილას" პანთეონში მდებარე ანდრია სინაურის საფლავის ქვა დაზიანდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"გუშინ, საღამოთი, მწვანე ყვავილას პანთეონში ვიყავი, ანდრია სინაურის და ნადია აბდუშელიშვილის საფლავი დამხვდა დარბეული... ქვა მიგლეჯილია და ძირს აგდია, იქნებ მიხედონ მესვეურებმა... აღარაფერს ვამბობ სახლსა და ბიბლიოთეკაზე, რომელიც ანდრიამ სახელმწიფოს უანდერძა და, რომელშიც წყალი და მეწყერი ჩამოდის, ჩამოქცევის პირასაა და დღეს თუ ხვალ აღარ იქნება", -წერს ადვოკატი ივანე აფრიდონიძე.
"ნიუპრესი" დაინტერესდა მომხდარი ფაქტით. აღმოჩნდა, რომ საფლავის ქვა მართლაც დაზიანებულია. ადგილზე უკვე იმყოფებოდა შპს "ქართული ტრადიცების" წარმომადგენლობა. აღნიშნული შპს ქალაქში სასაფლაოების მოვლას უზრუნველყოფს. დირექტორის მოადგილე ვანდალიზმის ფაქტს უარყოფს. გოჩა მარგველაშვილის განცხადებით, სიძველი გამო წებომ ძალა დაკარგა და საფლავის ქვა ვეღარ დაიჭირა. მარგველაშვილის განცხადებით, მომხდარის შესახებ მათ პანთეონის მომვლელმა შეატყობინათ. მან სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟი "ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს" შეადარა.
ანდრია სინაურიძემ მთელი თავისი ცხოვრება, და ერთადერთი შვილიც კი, სამშობლოს შესწირა. სიკვდილის შემდეგ კი თავისი სიმდიდრე ეზო–კარმიდამოთი, ავეჯი, მდიდარი წიგნადი ფონდი და სხვა საოჯახო ნივთები საჩუქრად დაუტოვა ქალაქს, ქალაქის ახალგაზრდობას, რათა მის კერაზე სიცოცხლე გაგრძელებულიყო. მისივე ანდერძით იქ გაიხსნა ბიბლიოთეკა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი