მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლოა - საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია GRMA
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია GRMA სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-17 დღეა შიმშილობს.
"მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სამედიცინო პერსონალის ჩართულობით, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა. სოლიდარობა მზია ამაღლობელს!", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი 17-ე დღეა, შიმშილობს.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა