"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მეორე ტურის შედეგების გაბათილებას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მეორე ტურის შედეგების გაბათილებას ითხოვს. პარტიის წევრებმა #59-ე საოლქო კომისიაში აღნიშნული მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
მათი თქმით, არჩევნებმა დარღვევების და დაშინების ფონზე ჩაიარა, ის რეალურად არ ასახავს მოქალაქეთა არჩევანს, ამიტომ მოითხოვენ, ყველა უბნის შედეგების გაუქმებას. "ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ ყველა სამართლიანი მეთოდებით შეეცდებიან თითოეული ხმის დაცვას.
"არჩევნები არ ასახავს მოქალაქეთა რეალურ ნებას, ყველამ ვნახეთ, ხდებოდა მოსყიდვა, დაშინება და იყო არაერთი დარღვევა, ამაზე მიუთითებნენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ამიტომ მივმართავთ საოლქოს, მოხდეს შედეგების გაბათილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ყველა სამართლებრივი მეთოდს გამოვიყენებთ და იქნება პროტესტი"-განაცხადეს პარტიის წარმომადგენლებმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა